საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცეული დარბაზი - ოლიგარქის ტყვეები საბრალდებო სკამებს იყოფდნენ, ადვოკატები კი მაგიდებს ეძებდნენ

11.01.25 20:08
საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცეული დარბაზი -  ოლიგარქის ტყვეები საბრალდებო სკამებს იყოფდნენ, ადვოკატები კი მაგიდებს ეძებდნენ

მოსამართლეს განსასჯელის სკამიდან მღვდელთან ცოდვების მონანიება სინდისის პატიმარმა, ვეფხია კასრაძემ ურჩია. საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი და ომის ვეტერანი ივანიშვილის რეჟიმმა ციხეში ევროპული კურსის მხარდასაჭერად გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო გამოკეტა.

 კასრაძე, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ იომა და ერთ-ერთი იყო, ვინც მოსკოვს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საშუალება არ მისცა, დღეს მოსამართლეს ეუბნებოდა, რომ შვილების თაობის ციხეში გამომწყვდევით, ის ისტორიის ბნელ მხარს დგება. 

დარბაზი საკონცენტრაციო ბანაკს ჰგავდა. ჰაერი არ იყო, ერთ სკამზე ორი ადამიანი იჯდა, პროცესზე ვერ შევიდნენ დაკავებულთა ოჯახის წევრები, დედები, შვილები, დები ძმებს სასამართლოს კარის მინიდან უყურებდნენ. 

 მოსამართლეს დღეს არაფერი ესმოდა და ვერაფერს ხედავდა. მას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რაც შეიძლება მალე დაესრულებინა სხდომა და გაეფორმებინა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ აქციების მონაწილეების ციხეში ჩაეტოვებინა. 

 19 წლის სინდისის პატიმარს, ირაკლი მიმინოშვილს, პროცესზე გული ორჯერ წაუვიდა, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ექიმებმა დასკვნაში დაწერეს, რომ მიზეზი უჟანგბადობაა. 19 წლის ირაკლი მოსამართლე სთხოვდა, პროცესი უფრო დიდ დარბაზში გაემართა, რადგან ხალხს სუნთქვის საშუალება ჰქონოდა. 

 მოსამართლემ ვერც ეს თხოვნა გაიგო და ვერც სასწრაფოს ექიმის მიერ დაწერილი დასკვნა წაიკითხა, სადაც თეთრ ფურცელზე შავი ასოებით ეწერა, რომ პატიმარს გული უჟანგბადობის გამო წაუვიდა.         

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.