პროფ-ტექნიკუმიდან უვადო მოსამართლეობამდე - ვინ არის და სად ისწავლა სამართალი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ
დავით გარეჯელის სახელობის ტექნიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი საგარეჯოში - ერთ დროს იქ სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და მექანიზაციის დარგში გამოჩენილი სპეციალისტები იზრდებოდნენ. საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი, ეზო საქონლის საძოვრად და სამეურნეო ტექნიკის სადგომადაა ქცეული.
ოფიციალურ წყაროებს თუ დავეყრდნობით, უვადოდ განმწესებული მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე იურიდიულ განათლებას სწორედ იქ დაეუფლა. მოსამართლე ჯაჭვაძე, რომელმაც სინდისის 11 პატიმარი გუშინ ციხეში ჩატოვა, მისივე ბიოგრაფიის თანახმად, იურიდიულ განათლებას საგარეჯოს პროფტექნიკურის ბოლო სართულზე მდებარე სასწავლებელში იღებდა.
სწავლა 1998 წლეს დაამთავრა და იურისტის დიპლომიც იქ მიიღო. ოღონდ ეს სასწავლებელი, სადაც კალატოზებს ამზადებდნენ, ინსტიტუტად 1996 წელს გადაკეთდა. ჩნდება კითხვა, როგორ მიიღო ორ წელში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სკანდალურმა მოსამართლემ.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.