საქართველოს მოქალაქეები კვლავ ქუჩაში დგანან - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

11.01.25 20:57
საქართველოს მოქალაქეები კვლავ ქუჩაში დგანან - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - საქართველოს მოქალაქეები კვლავ ქუჩაში დგანან და ივანიშვილის რეჟიმისგან ხელახალი არჩევნების დანიშვნასა და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. 

  • "ქართული ოცნების" მოლოდინი, რომ ხალხი დაიღლებოდა და პროტესტი ჩაცხრებოდა, ჩავარდა. ყველა მზად არის იმდენი ხანი იდგეს ქუჩაში, სანამ მათი მთავარი მოთხოვნილებები არ დაკმაყოფილდება. 

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ცოტა ხნის წინ "მეგობრების" მარში შეუერთდა, რომლის მონაწილეებიც ფილარმონიიდან დაიძრნენ. 

"საქართველოს ადგილი ევროპაშია"; "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - სკანდირებენ პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები, რომლებმაც ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს. 

ფოტო - IPN