"გამოვხატავთ უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენს საპროტესტო განწყობას" - რესპუბლიკის მოედანზე "ჩცდ"-ს მსახიობები იკრიბებიან
ამ წუთებში პირველი რესპუბლიკის მოედანზე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები და მაყურებლები იკრიბებიან - პროტესტის 45-ე დღესაც მოქალაქეები ერთხმად რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
მსახიობები და რიგითი მოქალაქეები ცოტახანში თბილისის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობას დაიწყებენ და მარშით პარლამენტთან მიმდინარე ტრადიციულ აქციას შეუერთდებიან.
ჩვენ ყველანი ვუერთდებით მშვიდობიან პროტესტს და გამოვხატავთ უსამართლობის წინააღმდეგ ჩვენს საპროტესტო განწყობას. ჩვენი კოლეგები არიან დაკავებულები და გვინდა, რომ ყველანი განთავისუფლდნენ. რა თქმა უნდა, მოვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. მშვიდობიანი მარში გვექნება და იმედია, კიდევ უფრო მეტი ხალხი შემოგვიერთდება", - ამბობს ნინო გაჩეჩილაძე.