"ძალიან გაორებული შეგრძნება მაქვს, ნიკა ქავთარაძისთვის არის ჯოჯოხეთი და ელვირ სვინტრაძისთვის სამოთხე" - ქავთარაძე

11.01.25 21:38
"ძალიან გაორებული შეგრძნება მაქვს, ნიკა ქავთარაძისთვის არის ჯოჯოხეთი და ელვირ სვინტრაძისთვის სამოთხე" - ქავთარაძე

"ძალიან გაორებული შეგრძნება მაქვს, ნიკა ქავთარაძისთვის არის ჯოჯოხეთი და ელვირ სვინტრაძისთვის სამოთხე" - ამის შესახებ პირველი რესპუბლიკის მოედანზე მყოფმა ნიკა ქავთარაძემ, რომელიც "ჩდს მარშს" უერთდება, "პირველებთან" განაცხადა. 

მსახიობის თქმით, "ქართული ოცნება" ტროლებ-ბოტებს ადამიანთა ტვინის არევისთვის იყენებს, თუმცა მისივე განმარტებით, ქართველი ხალხი გონიერია. 

ძალიან გაორებული შეგრძნება მაქვს. ნიკა ქავთარაძისთვის არის ჯოჯოხეთი და ელვირ სვინტრაძისთვის სამოთხე, რადგან უბედურების, ცუდი ამბების, ტროლების და ბოტების ეპოქაში ვცხოვრობთ. ტროლები და ბოტები არის ხელისუფლების იარაღი ადამიანების ტვინის არევის. ქართველები არ არიან ტროლები და ბოტები. ქართველები ვართ გონიერი ადამიანები, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი", - ამბობს ნიკა ქავთარაძე.

ამ წუთებში პირველი რესპუბლიკის მოედანზე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები და მაყურებლები იკრიბებიან - პროტესტის 45-ე დღესაც მოქალაქეები ერთხმად რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.