"ოცნება" ხერხემალში გადატყდება - გიორგი ბოჭორიშვილი

11.01.25 21:44
"ოცნება" ხერხემალში გადატყდება - გიორგი ბოჭორიშვილი

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ამ წუთებში სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები იკრიბებიან, გიორგი ბოჭორიშვილიც იმყოფება.

როგორც მსახიობი "ტვ პირველათან" აცხადებს, "ქართული ოცნება" "ხერხემალში გადატყდება".

უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ყველაფერზე. (რეჟიმი) აუცილებლად დაიხევს უკან. გამოსავალიც არ აქვთ, უკან დახევის საშუალებაც არ აქვთ. რაც უფრო არ აქვთ, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებენ. ფაქტია, რომ ხალხი მიიღებს იმას, რაც უნდა. ამათ უკან დახევა მოუწევთ. გადატყდებიან ხერხემალში დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ", - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი. 

  • ფოტო არქივიდან 

ამ წუთებში პირველი რესპუბლიკის მოედანზე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობები და მაყურებლები იკრიბებიან - პროტესტის 45-ე დღესაც მოქალაქეები ერთხმად რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.