"ჩცდ"-ს მარში რესპუბლიკიდან დაიძრა - მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ

11.01.25 22:06
"ჩცდ"-ს მარში რესპუბლიკიდან დაიძრა - მოქალაქეები მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ

"ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობებისა და მაყურებელთა მარში პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრა - მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ და ივანიშვილის რეჟიმს საკუთარ ხმას კვლავ გააგონებენ. 

პროტესტის ავანგარდში მოქცეულ ადამიანებს მსახიობი ანა ტყებუჩავაც შეუერთდა. მან "ტვ პირველის" ეთერიდან სოლიდარობა გამოუცხადა ყველა უკანონოდ დაკავებულ პატიმარს და მათ მშობლებს. 

ჩვენ ვუერთდებით იმ მოთხოვნებს, რისთვისაც აქ ვდგავართ. სეზონის ბოლოს თქვენ იცით ჯეკოს დაჭერის ამბავი როგორი უსამართლო იყო. გვეგონა, რომ ეს იყო კარიკატურული და არ გვეგონა, თუ ამ რეალობაში გავიღვიძებდით. კიდევ და კიდევ უფრო მეტი სიბნელეა იმის მაგივრად, რომ დათმობებზე წამოვიდნენ. სოლიდარობა პატიმრებს და მათ მშობლებს", - ამბობს ანა ტყებუჩავა.