ბათუმში მოქალაქეებს აკავებენ
დღეს, 11 იანვარს, ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან არაერთი აქტივისტი დააკავეს - ამის შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
არსებული ცნობებით, დაკავებულთა შორის არიან ვაჟა დარჩია და ციალა ქათამიძე, ასევე მათე ცენტერაძე.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად რის გამო ადებენ მოქალაქეებს ხელბორკილებს.
ფოტო - "ბათუმელები"