მომიტანეთ ნახევარი მილიონი დოლარი - ,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი პოლიციასთან კონტაქტზე გავიდა
,,მომიტანეთ ნახევარი მილიონი დოლარი!" ყვარელში, ,,საქართველოს ბანკში" შეჭრილი პირი სამართალდამცველებთან კონტაქტზე დისტანციურად გამოვიდა და თანხა მოითხოვა.
ადგილზე 2 ერთეული პოლიციის ჯავშანმანქანაა მობილიზებული.
ამ ეტაპზე ყველა მძევალია გათავისუფლებული, რომლებსაც სამართალდამცველები კითხავენ.
ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ,,საქართველოს ბანკის" ფილიალში უცნობი პირი, რომელიც ხელყუმბარით იყო შეიარაღებული, დღის 4 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა.