თბილისში საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

11.01.25 22:17
თბილისში საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, თუ როგორ ადებენ ხელბორკილებს პოლიციის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანს ძალის გამოყენებით. 

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა დაკავების მიზეზი.

თბილისის პარალელურად, მოქალაქეებს ბათუმშიც აკავებენ. არსებული ცნობებით, დაკავებულთა შორის არიან ვაჟა დარჩია და ციალა ქათამიძე, ასევე მათე ცენტერაძე.