ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დააკავეს

09.09.21 19:01
ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დააკავეს

ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთი კოვზიაშვილი, ადასტურებს. 

გიდასტურებთ, რამდენიმე საათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. დააკავეს და გაანეიტრალეს პირი, რომელიც ,,საქართველოს ბანკში" შეიჭრა. მძევლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მიმდინარეობს გამოძიება - განაცხადა ქეთი კოვზიაშვილმა.

შსს ამ ეტაპზე დაკავებულის ვინაობას არ ახმოვანებს. 

თავდამსხმელი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ,,საქართველოს ბანკის" ფილიალში დაახლოებით 16 საათზე შეიჭრა. თვითმხილველთა ინფორმაციით, ის ხელყუმბარით იყო შეიარაღებული. თავდამსხმელმა 12 მძევალი აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა, მოგვიანებით კი ყველა მძევალი გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები