"ბათუმელების" რედაქტორი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მალევე კვლავ დააკავეს

12.01.25 01:20
"ბათუმელების" რედაქტორი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მალევე კვლავ დააკავეს

გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით, მათი რედაქტორი მზია ამაღლობელი ხელმეორედ დააკავეს.

თუ რა მიზეზით დაადეს მზია ამაღლობელს ხელბორკილები მეორედ, ამ დროისთვის უცნობია.

გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად, "ბათუმელების" დამფუძნებელი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

  • ფოტო - "ბათუმელები"

თბილისის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქმედებაზე ბათუმშიც გადავიდნენ - პოლიციამ ბათუმში 10-მდე მოქალაქე დააკავა.

ამ დროის მონაცემებით, დაკავებულთა შორის არიან: ვაჟა დარჩია, ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, მზია ამაღლობელი, გია ჯვარშეიშვილი.