"რენტგენის გადასაღებად ბორკილებმიბმული შეიყვანეს, აქვს ნერვული შეტევა" - როგორია ჯვარშეიშვილის მდგომარეობა
თბილისში დაკავებული გია ჯვარშეიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოქალაქე ნინო კალანდია განცხადებას აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯვარშეიშვილს ნერვული შეტევა აქვს.
"რენტგენის გადასაღებად ბორკილებმიბმული შეიყვანეს" - აღნიშნავს კალანდია, რომელიც ასევე იტყობინება, რომ დაკავებული "საშინელ მდგომარეობაშია".
არ გვიშვებდნენ საავადმყოფოში და დიდი ჭიდაობით შევედი. Giaს თავზე ედგა 6 თუ 7 პოლიციელი. რენტგენის გადასაღებად პოლიციელთან ბორკილმიბმული შეიყვანეს. აქვს ნერვული შეტევა. საშინელ მდგომარეობაშია და დამამშვიდებელიც კი არ ჰქონდა გაკეთებული. ექიმი მიმტკიცებდა, პაციენტი არ მაძლევს საშუალებას რომ მივხედოო. ნერვული შეტევით პაციენტს როგორ უნდა მიხედოს ჩვენ უნდა ვასწავლოთ.ეს რა ჯანდაბაა მართლა. რამ გააცხოველა ყველა" - წერს ნინო კალანდია.
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გია ჯვარშეიშვილი დააკავეს - კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, თუ როგორ ადებენ ხელბორკილებს პოლიციის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანს ძალის გამოყენებით.