მოპედის მძღოლი ბოძს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში

09.09.21 19:38
მოპედის მძღოლი ბოძს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა - ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოპედის მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა, ადგილზე დაიღუპა. ხუბულავას ქუჩაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები