"სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს" - ბათუმში საპროტესტო აქცია იწყება

12.01.25 15:47
"სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს" - ბათუმში საპროტესტო აქცია იწყება

ბათუმში ამ წუთებში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან. მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოსთან იკრიბებიან და იმ თანამებრძოლების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც პოლიციამ გუშინ ღამით დააკავა. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაც. 

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ დღეს აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი გავა, რადგან ის, რაც გუშინ "ოცნებამ" პოლიციის ხელით ჩაიდინა, ყოველად მიუღებელია. 

ეს ადამიანები უკანონოდ დაიჭირეს გუშინ რეჟიმის დავალებების შესმრულებლებმა და აუცილებელია, რომ ეს ადამიანები გათავსიუფლდნენ დაუყოვნებლივ. რა თქმა უნდა, მოლოდინი იმისა, რომ დღეს იქნება აქ ძალიან ბევრი ხალხი იქნება, არსებობს, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს აჭარსი ხასიათი, იმიტომ, რომ გუშინ რაც მოხდა, მიუღებელია ყველასთვის, - ამბობს აქციის მონაწილე. 

ბათუმში დაკავებულებს დღეს სოლიდარობას თბილისიდანაც გამოუცხადებენ. მოქალაქეტა ნაწილი ზღვისპირა ქალაქისკენ უკვე დაიძრა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში აქციაზე 12 ადამიანი ადაკავეს, აქედან 8 პირი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. ყველა მათგანი ამბობს, რომ დაკავების მიზეზები მათთვის გაუგებარია, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ.