მოსამართლეებმა რესტორან "ბაბილოში" შესვლა ფარულად, სამზარეულოს მხრიდან სცადეს
მოსამართლეები რესტორან "ბაბილოში" შესვლა ფარულად, სამზარეულოდან სცადეს, თუმცა აქაც მათ უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდების მშობლები დახვდნენ. "მონებო!" ამ შეძახილებით აცილებენ მოსამართლეებს აქციის მონაწილეები.
რესტორანთან იმყოფება დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამაც, რომელიც ამბობს, რომ მონური ფსიქოლოგიის მქონე მოსამართლეებს ქართველი ხალხი აუცილებლად საკადრის პასუხს გასცემს.
ეს არის სამარცხვინო მოვლენა, სამარცხვინოა, არ ვიცი, რა შეიძლება ვუწოდო. ასეთი მონური ფსიქოლოგიის ადმაიანიც არ უნდა არსებობდეს, არათუ მონა. მოსამართლე უნდა იყოს მაღალი ღირსების, არ ვიცი მე ასეთი მონური ფსიქოლოგია, ერთი კაცის სიტყვით ნახევარი საქართველოს ციხეში გამოკეტვა როგორ შეუძლიათ და შემდეგ მიღეული ჯილდოებით ცდილობენ აჩვენონ, ვითომ არაფერი ხდება ქვეყანაში. ეგენი არც ადამიანები და არც მოსამართლეები არიან. აუცილებლად საქართველოს მოსახლეობა მათ საკადრის პასუხს გასცემს და მიხვდებიან როგორ გადატეხეს წელში საქართველოში სამართალი, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლეები საახალწლო წვეულებას მართავენ. რესტორან "ბაბილოსთან" მოსამართლეებს მოქალაქეები პროტესტისთ დახვდნენ.