"რუსებო! მონებო! ყველაფერს აგებთ პასუხს" - ხმაური ბათუმში
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც აქცია მიმდინარეობს.
კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გომელაურის უწყების მაღალჩინებს "რუსებო" და "მონებო" ეძახა. ამის გამო ადგილზე ვითარება რამდენჯერმე უკიდურსად დაიძაბა.
ელენე ხოშტარიამ ბათუმის პოლიციის უფროსთან, ირაკლი დგებუაძესთან და ასევე აჭარის სამმართველოს უფროსთან, გია ბესელიასთან შეხვედრა მოითხოვა. უარის შემდეგ პოლიტიკოსმა პოლიციის მანქანებს საპროტესტი სტიკერები მიაკრა, რის გამოც მას სამართალდამცველები დაუპირისპირდნენ.
მე მინდა, რუსის მონა დგებუაძეს ვაგებინო პასუხი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე. ყველაფერზე მიიღებთ პასუხს, რამდენჯერაც დააკავებთ. ხელს თუ მოიქნევთ, მოგხვდებათ ორმაგი, პირდაპირი გეუბნებით. მოუქნევთ ციალა ქათამიძის ხელს? ჩემგან მოგხვდებათ ორმაგი, - უთხრა ელენე ხოშტარიამ პოლიციელს.
აჭარის მთავარი სამმართველოს მაღალჩინოსანს ვარლამ მალანიას, ხოშტარიამ ასევე, ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გვამის გატაცების კადრები აჩვენა. სწორედ ვარლამ მალანია იყო ერთ-ერთი ვიცნ აღნიშნულში მონაწილეობდა. დაპირისპირების შემდეგ მალანია სამართალდამცველებმა ტერიტორიას განარიდეს.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ბათუმში საპროტესტო აქცია იმართება. მოქალაქეები სოლიდარობსა უცხადებენ იმ ადამიანებს, ვინც პოლიციამ უსაფუძლოდ დააკავა.