წვეულებაზე მისულ მოსამართლეებს მოქალაქეებმა სირცხვილის დერეფანი გაატარეს

12.01.25 20:31
წვეულებაზე მისულ მოსამართლეებს მოქალაქეებმა სირცხვილის დერეფანი გაატარეს

 

"მონებო! "რუსებო!" - ამ შეძახილებით შეაცილა ხალხმა სასამართლო კლანი რესტორანში საქეიფოდ. სანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფებას პურ-მარილზე შესვლა უპრეცედენტო პროტესტის ფონზე მოუწია. რეჟიმის მხახურ მოსამართლეებს დისკომფრტს საყვირებით და სინდისის პატიმრების ფოტოებით უქმნიდნენ. რესტორან "ბაბილოსთან" ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ საგანგებოიდ გამოწყობილ მოსამართლეებს სირცხვილის კორიდორიდან რესტორნისს დაცვა შენობაში ექაჩებოდა.

მაშინ, როდესაც უდანაშაულო აქტივისტებს და ჟურნალისტებს რეჟიმი უმიზეზოდ აპატიმრებს, სასამართლო კლანმა დიდი ქეიფის მოწყობა გადაწყვიტა. რესტორანში მისული მოსამართლეები დუმდნენ. მათ ვერ გაბედეს თვალებში ჩაეხედათ იმ ქალებისთვის, ვისაც მძინარე შვილები სახლებიდან გასტაცეს, ახლა კი ევროპული მომავლის დაცვის გამო მათი კოლეგები მრავალი წლით ციხეში გამოკეტვით ემუქრებიან. საქეიფოდდ შეკრებილ მოსამართლეეებს დღეს ხალხი ეკითხებოდა, მოსწონთ თუ არა სისტემა, რომელსაც თავად წარმოადგენენ.

რესტორან "ბაბილოსთან" დიდი უხერხულობა იყო. მოსამართლეებს  ასპინძლის როლში კლანის ერთ-ერთი შეფი მოევლინა. ხანგრძლივი გაუჩინარების შემდეგ ლევან მურუსიძე კამერებთან გამოჩნდა, თუმცა მის მორჩილ კოლეგებთან ხელის ჩამორთმავდე, მას კარის კაცისსფუნქციის შესდრულებაც მოუწია.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.