დაკავება რუსულ სტილში - "ოცნება" "ბათუმელების" დირექტორს ციხეში წლებით უშვებს

12.01.25 20:55
დაკავება რუსულ სტილში - "ოცნება" "ბათუმელების" დირექტორს ციხეში წლებით უშვებს

 

გამომცემლობა "ბათუმელების" დირექტორი პოლიციის სამიზნე აქციის დაწყებიდან მალევე გახდა. მზია ამაღლობელი აჭარის პოლიცის სამმართველო უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ იმ დროს დააკავა, როდესაც ჟურნალისტი გაფიცვის სტიკერს აკრავდა. კადრებში არ ჩანს კანონდარღვევა და გადაცდომა. ბესელიამ იცოდა, რომ ჟურნალისტს აკავებდა, ეს კი ადასტუერბს, რომ ამაღლობელის დაკავებას სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა.  

პირველი დაკავების შემდეგ რეჟიმი იძულებული გახდა, ამაღლობელი გაეთავისუფლებინა, რადგან "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" საგამომცემოლო სახლის დირექტორის დაკავებას დიდი პროტესტის მოჰყვა. პოლიციის შენობიდან გამოსული ამაღლობელს ჭიშკართანვე, ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ პროვოკაცია მოუწყო და მეორედ დააკავა. 

მუხლი, რომელითაც "ბათუმელების" დირექტორი დააკავეს, შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალიწინებს. დაკავების შემდეგ მზია ამაღლობელთან რამდენიმე საათის განმავლობაში არ უშვენდენ ადვოკატს. კანონი ირღვეოდა, სპეციალურიმა საგამოძიება სამსახურმა კი რეაგირებაც კი არ მოახდინა. 

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.