ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ბადრი ესებუას ფაქტორმა დანაშაული წაახალისა - ვახტანგ გომელაური

09.09.21 20:17
ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ბადრი ესებუას ფაქტორმა დანაშაული წაახალისა  - ვახტანგ გომელაური

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და წარმოშობით კახეთიდანაა - შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დააკონკრეტა ,,საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ის საქართველოს მოქალაქეა და წარმოშობით კახეთიდანაა.

სახელს და გვარს მნიშვნელობა არა აქვს, მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს, ოპერაცია მაქსიმალურად მაღალ დონეზე ჩატარდა. უსისხლოდ ჩატარდა.

 ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ბადრი ესებუას არდაკავებამ ეს დანაშაული წაახალისა - განუცხადა მედიას ვახტანგ გომელაურმა.

,,საქართველსო ბანკზე" თავდამსხმელი პოლიციამ ერთი საათის წინ დააკავა.

თავდამსხმელი ყვარელში მდებარე ,,საქართველოს ბანკის " შენობაში ხელყუმბარით 16 საათზე შევიდა, მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი ლარი მოითხოვა.  

მძარცველმა მოგვიანებით 12-ვე მძევალი გათავისუფლა. პოლიციამ ის განაიარაღა და დააკავა.

თავდამსხმელი ამ დროისთვის თბილისშია გადაყვანილი.