გუშინდელი დაკავებების შემდეგ ბათუმში დღესაც პროტესტია - ადგილზე პოლიცია და სპეცრაზმი მოაბილიზეს
უწყვეტი პროტესტი ბათუმში არც დღეს შეჩერებულა. დაკავებულ ჟურნალისტს კოლეგები, ყოფილი მოსამართლეები, ადვოკატები მხარდაჭერას უცხადებენ. ათობით ადამიანი მზია ამაღლობელის გასამხნევებლად დღეს აჭარაში საგანგებოდ თბილისიდან ჩავიდა. ხალხი ივანიშვილის რეჟიმს გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებლის და კიდევ შვიდი ადამიანის სასწრაფოდ გათავისუფლებას სთხოვს.
პროტესტის ეპიცენტრში ამ წუთებში პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა. მოშორებით "პირველების" კამერამ სპეცრამზმის წარმომადგენლებიც დააფიქსირა. სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ადგილზე "წესრიგს იცავენ".
ვრცლად ნახეთ ნატო გოგელიას ჩართვაში.