თავისუფლება რეჟიმის პატიმარ ჟურნალიტს! - მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა

12.01.25 21:29
თავისუფლება რეჟიმის პატიმარ ჟურნალიტს! - მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა

ირაკლი კობახიძის სამსახურს დღეს პოლიცია იცავდა. პანიკა მთავრობის ადმინისტრაციასთანაც პლაკატის გაკვრის გამო დაიწყო, რომელსაც ეწერა "იფიცება საქართველო". წინააღმდეგობის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა პლაკატები შენობაზე მაინც გააკრეს და ამ ფორმით გამოუცხადეს მხარდაჭერა სისხლის სამართლის წესით დაკავებულ კოლეგას.

თავისუფლება რეჟიმის პატიმარ ჟურნალიტს! - სკანდირებდნენ კობახიძის სამსახურთან შეკრებილები. მედიამ დღეს ერთობლივი წერილით მიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.