"პირველების" ინფორმაციით, მოსამართლე, რომელსაც ხალხმა ლაყე კვერცხები დაუშინა, ივანიშვილთან დაახლოებული ვანო ყიფიანია

12.01.25 20:28
"პირველების" ინფორმაციით, მოსამართლე, რომელსაც ხალხმა ლაყე კვერცხები დაუშინა, ივანიშვილთან დაახლოებული ვანო ყიფიანია

მოსამართლე, რომელსაც რესტორან "ბაბილოსთან" მოქალაქეებმა ლაყე კვერცხები დაუშინეს, ბიძინა ივანიშვილთან ახლო კავშირში მყოფი ვანო ყიფიანია. "პირველების" ინფორმაციით, ყიფიანი საჩხერის რაიონის სასამართლოს მოსამართლეა. ის უვადო მოსამართლედ 2016 წელს გაამწესეს.

შეგახსენებთ, რომ პროტესტის ეპიცენტრი ამ დრომდე რესტორანი "ბაბილოა", სადაც მოსამართლეებმა საახალწლო წვეულების გამართვა სცადეს. ადგილზე რიგითი მოქალაქეები და იმ ახალგაზრდების მშობლები არიან მობილიზებულები, რომლებიც მოსამართლეებმა მტკიცებულებების გარეშე ციხეში გაუშვეს. "მონებო!" - ამ შეძახილებით შეაცილეს და გამოაცილეს შენობიდან მოქალაქეებმა ივანიშვილის მოსამართლეები. ხალხმა მათ ლაყე კვერცხები დაუშინა. პოლიცია იძულებულია, მსაჯულები ტერიტორიას თავად განარიდოს.