ხმაურია ბათუმშიც - პოლიციამ გიორგი კირთაძე და ელენე ხოშტარია დააკავა

12.01.25 21:07
ხმაურია ბათუმშიც - პოლიციამ გიორგი კირთაძე და ელენე ხოშტარია დააკავა

 

 

ხმაურია ამ წუთებში ბათუმშიც. პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კირთაძე დააკავა. სამართალდამცველები არ ამბობენ, რა ბრალდებით დააკავეს პოლიტიკოსი.

"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია ასევე კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარიაც. 

პოლიამ აქციის მონაწილეებზე ძალადობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ელენე ხოშტარია დაინტერესდა, სად იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნები ირაკლი დგებუაძე და გია ბესელია. 

სამართალდამცველები მე ვიცი, როდესაც სახე უჩანს და წესიერად იქცევა. მოვარდნენ და გაიტაცეს ორი ადამიანი. ფაქტი არის ის, რომ გაიტაცეს. სამართალდამცველებს არაფერი შერჩათ ამ ადამიანებს. მოვლენ დაგვარბევენ, ემრე გაიძურწებიან და ასე... ეს არის ბიძნა ივანიშვილის სახე და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდებიან ამ ქვეყანაში, - ამბობს აქციის მონაწილე.