ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 8 პირი დააკავეს

12.01.25 22:55
ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 8 პირი დააკავეს

ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 8 პირი დააკავეს - ინფორმაცია „პირველების“ ჟურნალისტს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით - 166-ე და 173 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.

ყველა პირი, რომელიც დაკავებული იქნა პოლიციის მიერ, არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული - 166-ე და 173 მუხლებით, ზოგიერთ მხოლოდ 173-ე მუხლით, რაც პოლიციის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევისთვის. დაკავებულია რვა ადამიანი“, - განაცხადა მან მედიასთან.

ბათუმში საპროტესტო აქცია გრძელდება.