კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი გიორგი კირთაძე გაათავისუფლეს
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული, კოალიცია “ცვლილებისთვის“ ლიდერი, გიორგი კირთაძე პოლიციიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
კირთაძემ პოლიციის სამმართველო უკვე დატოვა.
დაკავებული არის აქციის 8 მონაწილე. როგორც განგვიმარტეს, მეც და ელენე ხოშტარიასაც კანონმდებლობით იზოლატორში ვერ გადაგვიყვანდნენ. გვითხრეს, მართალია არ აღიარებთო, მაგრამ მაინც რაღაც პარლამენტის წევრები ვართ. როგორც ჩანს ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც არ გადაგვიყვანეს. ჩემი ინფორმაციით, ელენეც აქ უნდა იყოს, მთავარ სამმართველოში, თუმცა დეტალები ნამდვილად არ ვიცი“, - განაცხადა კირთაძემ.
კირთაძე, ელენე ხოშტარიასთან ერთად, სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა და ორივე მათგანი დააკავა.