რესტორან “ბაბილოსთან“ “ხარება“ გამოჩნდა

13.01.25 00:59
რესტორან “ბაბილოსთან“ “ხარება“ გამოჩნდა

 

 

 

რესტორან “ბაბილოსთან“ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ გამოჩნდა.

მან “პირველების“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, შემდეგი პასუხი გასცა: “ვაფშე მაგრად ვარ“.

სპეცრაზმის შეფმა მისი ტრავმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და აღნიშნა, რომ არანაირი ტრავმა არ ჰქონია.

“რა ტრავმა, გოგო, ტყუილია“- უთხრა მან ჟურნალისტს.

გდდ-ის ხელმძღვანელი ჟურნალისტის კითხვებს საკუთარ ავტომობილში დაემალა და შემდეგ იქიდან აძლევდა მითითებებს საკუთარი რაზმის წევრებს.

ადგილზე იმყოფებოდა "ხარებას" მოადგილე მირზა კეზევაძეც, რომელმაც "პირველების" არცერთ შეკითხვას არ უპასუხა. 

ცნობისთის, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძე და ასევე შსს-ს მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ და მოსამართლეების ჭამა-სმას იცავდნენ.