მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა

13.01.25 10:11
მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოში ჩამოვიდა.

„დაბრუნება ქალაქში. თბილისი ევროპის ნამდვილი დედაქალაქია“, - წერს როთი.

მანამდე, მიხაილ როთი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისეთი ავტორიტარული რეჟიმი, როგორიც საქართველოშია, ადრე თუ გვიან, წააგებს.