"რამდენჯერმე ჩამარტყა ნიღბიანმა, რომელმაც დამაკავაო" - "ბაბილოსთან" დაკავებულმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო

13.01.25 13:07
"რამდენჯერმე ჩამარტყა ნიღბიანმა, რომელმაც დამაკავაო" - "ბაბილოსთან" დაკავებულმა ახალგაზრდამ შიმშილობა დაიწყო

რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებულმა ახალგაზრდამ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. დანიელ ბულკაშვილი პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატავს იმ რეპრესიებს, რომელსაც ოლიგარქის რეჟიმი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ტყვეების რაოდებობა გუშინ ცხრით გაიზარდა.

როგორც ადვოკატი ამბობს, ბულკაშვილი ძალის გადამეტებით დააკავეს. 

"დანიელ ბუკაშვილი აცხადებს, რომდ აკავებისას დაზიანება მიიღო. რამდენიმეჯერ ჩამარტყა ნიღბიანმა პიროვნებამ, რომელმაც დამაკავაო. ის პროტესტსი ნიშნად შიმშილობს", - აცხადებს უფლებადამცველი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეების წვეულება იმართებოდა, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.

დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.

ცნობისთვის, მოსამართლეების ჭამა-სმას გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები იცავდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძე და ასევე შსს-ს მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე და გოგა მემანშვილი. გვაინ ღამით კი რესტორანთან გამოჩნდა გდდ-ს შეფი "ხარებ, მის მოადგილე მირზა კეზევაძესთან ერთად.