შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

10.09.21 09:57
შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით  დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვს ბრალს დღეს წარუდგენენ.  საქმის მასალები ადვოკატს გუშინ გადაეცა.

ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ძველი თბილისის მესამე სამმართველოს მიმართა და მურსაკულოვი ამოიცნო, თუმცა პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია. მურსაკულოვი  8 სექტემბერს დააკავეს.