"ჩემს შვილს ნაკაწრები აქვს, გოგოს გადაეფარა და მაშინ დააკავეს" - "ბაბილოსთან" დაკავებული ახალგაზრდის მშობლები

13.01.25 15:35
"ჩემს შვილს ნაკაწრები აქვს, გოგოს გადაეფარა და მაშინ დააკავეს" - "ბაბილოსთან" დაკავებული ახალგაზრდის მშობლები

დილიდან იზოლატორებთან "ბაბილოსთან" დაკავებული ახალგაზრდების მშობლები მიდიან. ერთ-ერთი დაკავებულის, კახა ჯაფარიძის მშობლები ამბობენ, რომ მისი შვილი რეჟიმის მსხვერპლია.

მომიტინგის დედ-მამა ამბობს, რომ მის შვილსაც გომელაურის პოლიციამ ხელბორკილები უკუღმა დაადო, რომ ახალგაზრდისთვის ტკივილი მიეყენებინა.

როგორც დაკავებულის დედა აცხადებს,  კახა ჯაფარიძე პოლიციამ მხოლოდ იმის გამო დაატყვევა, რომ ის და მისი მეგობრების აქციაზე მყოფ გოგოს გადაეფარნენ. 

ძალიან გაბრაზებულები ვართ. მივმართავ, ვისაც ეს ეხება - ეს ბავშვები არიან უაღრესად უჭკვიანესი ბავშვები, რომლებსაც ქრთამით მიღებული განათლება არ აქვთ. ეს ბავშები ზუსტად ის ბავშვები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანენ. 

ჩემი შვილი არის სწორედ რეჟიმის მსხვერპლი. ვფიქრობ, მისი დაკავება მოხდა შეგნებულად, იმიტომ, რომ ჩემი შვილი 28 ნოემბრიდან აქციებზე დადის. არაერთხელ მოხვდა დარბევაში. არვიცი, დამახსოვრებული ჰყადვათ, არვიცი რა მოხდა, გუშინ გოგონას გადაეფარა, როგორც ქართველი ბიჭი და უნდოდათ ბიჭებს მისი დაცვა, ამის მეტი არაფერი ყოფილა, რომ მისი ის და მისიი თანატოლები დაეკავებინათ. აქვს ნაკაწრები ხელზეო ბორკილების გამო. ეს არის ჩვეულებრივი რეჟიმი. მე იმედი მაქვს ჩვენი ახალგაზრდა თაობის, ჩვენი გაზრდილი შვილების, რომ ბავშები მიაღწევენ ამ მიზანს და ჩვენი ქვეყანა იქნება თავისუფალი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეების წვეულება იმართებოდა, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.

დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.

ცნობისთვის, მოსამართლეების ჭამა-სმას გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები იცავდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძე და ასევე შსს-ს მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე და გოგა მემანშვილი. გვაინ ღამით კი რესტორანთან გამოჩნდა გდდ-ს შეფი "ხარებ, მის მოადგილე მირზა კეზევაძესთან ერთად.