ანდრო ჭიჭინაძის დედამ “საქართველოს ბანკის“ დირექტორისგან მიიღო პირობა, რომ თანამშრომლებს გაფიცვაში ხელს არ შეუშლიან
საქართველოს ბანკის დირექტორი თანამშრომლებს გაფიცვაში ხელს არ შეუშლის. ეს პირობა სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედას პირადად არჩილ გაჩეჩილაძემ მისცა.
15 იანვარს, 15:00 სათიდან ბანკის ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია პროტესტი გამოხატოს და გაფიცვით მოითხოვოს ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნა და სინდისის 51 პატიმრის გათავისუფლება.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს თიბის ბანკი - გაფიცვის ორგანიზატორებისა და უდიდესი კორპორაციის ხელმძღანელობას შორის მოლაპარაკებები ამ წუთებში იწყება.
შეგვპირდნენ, არავინ დაისჯება იმისთვის, რომ თანამშრომლები გამოვიდნენ და გამოხატონ მოქალაქეობრივ პოზიციას, ვისაც უნდა ის გამოვა, დააფიქსირებს თავის პროტესტს. შეგვპირნდნე, რომ არავინ არ შეიზრუდებდა დაისჯება, ძალიან კონსტრუქციული საუბარი გქვონდ და ველოდებით ახლა ამის აღსრულებას. ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, ბრძოლა შეუპოვარი და ჯიუტი“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ლიკა გუნცაძემ.
განაცხადეს, რომ ისინი იცავენ თავიანთი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას და კვლავაც დაიცავენ და ეს მნიშვნელოვანია მათთვის. ჩვენ ველოდებით ამ ამბის აღსრულებას“, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.
სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედას და სახელოვნებო სფეროს წარმოამდგენლებს იმედი აქვთ, რომ თიბისი ბანკი გაავრცელებს მხარდამჭერ განცხადებას და ისინი თანამშრომლებს არ შეუქმნიან პრობლემებს, რომლებიც ჩაერთვებიან საყოველთაო გაფიცვაში.