ევროპარლამენტმა საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლების გაგზავნა გადაწყვიტა - კალიურანდი
ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, დააკვირდეს 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოში - ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი Twitter-ზე ავრცელებს.
შესანიშნავი ახალი ამბავი - ევროპარლამენტმა გადაწყვიტა, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო დელეგაცია გაგზავნოს", - წერს კალიურანდი.