15 იანვარს საქართველო იფიცება-3 საათის განმავლობაში მთელს ქვეყანაში, პროტესტის ნიშნად, მუშაობა ჩერდება

13.01.25 17:33
15 იანვარს საქართველო იფიცება-3 საათის განმავლობაში მთელს ქვეყანაში, პროტესტის ნიშნად, მუშაობა ჩერდება

15 იანვარს, 15:00 საათზე საქართველო იფიცება-სამი საათის განმავლობაში მთელს ქვეყანაში პროტესტის ნიშნად მუშაობა ჩერდება. იფიცებიან ბანკებში დასაქმებულებიც.

თიბისის და საქართველოს ბანკის დირექტორებმა სინდისის პატიმრების მშობლებს პირობა მისცეს, რომ მოქალაქობრივი პოზიციის გამოხატვის გამო, არავის დასჯიან.

ცოტა ხნის წინ დასრულდა ანდრო ჭიჭინაძის დედის და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების შეხვედრა თიბისი ბანკის დირექტორთან, რომელმაც ღიად დააფიქსირა ევროპული მომავლის და ხალხის მხარეს დგომა.

თიბისი ბანკმა გვითხრა, რომ ყოველთვის იყო ევროპული მომავლის და ხალხის მხარეს. ეს სხვათაშორის გამოჩნდა ბოლო პროცესების დროს, ბევრს უდგანან მხარში. მოვედით თხოვნით, რომ თუ კი მათი თანამშრომლები გაიფიცებიან სამი საათით, არაფერი შეზღუდვა არ ჰქონდეთ მათ და არ დაისაჯონ. ამის პირობა მოგვცეს და ველოდებით დასტურს. ვისაც სურვილი ექნება, არავინ შეიზღუდება და დაისჯება, - ლიკა გუნცაძე.

ქართველ ხალხს დიდი ხანია უკვე პირი აქვს შეკრული, რომ უნდათ ცვლილება და 15 იანვრის გაფიცვა, მგონია, რომ იქნება კიდევ ერთი ასეთი ძლიერი ნიშანი, რომ ჩვენ ვიცით რა გვინდა და შეგვწევს ძალა, რომ ნამდვილად გავიმარჯვოთ. ეს რწმენა კიდევ უფრო გაღვივდება ჩვენში და კიდევ უფრო დიდი ნაბიჯს გადავდგამთ წინ“, - განაცხადა რეჟისრომა, პაატა ციკოლიამ.

“იფიცება საქართველო!“ – 15 იანვარს, 15 საათზე, 3 საათის განმავლობაში გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა.

Facebook-ში ჯგუფიც შეიქმნა, სადაც კონსულტაციის მიღების მიზნით, მოქალაქეებს დაკავშირება შეუძლიათ.