წყარო: ირაკლი ზარქუამ შველა კონსულს სთხოვა

13.01.25 17:00
წყარო: ირაკლი ზარქუამ შველა კონსულს სთხოვა

ფიზიკური დაპირისპირება აბუ დაბის სასტუმროში - წყარო "პირველებს" უყვება, რომ თეფშის სეროლის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა, რის შემდეგაც უმალვე დააკავეს "ოცნების" დეპუტატების თანმხლები პირი, გიორგი გოგოლაძე.

კადრებში კარგად ჩანს, რომ სწორედ გოგოლაძე ისვრის ლაშა გაბიტაშვილის მისამართით თეფშს . 

წყარო "ტვ პირველს" იმასაც უყვება, რომ ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ირაკლი ზარქუამ პარლამენტის წევრის მოწმობა უჩენა და არწმუნებდა მათ, რომ იმუნიტეტი იცავს, ამის შემდეგ კი, წყაროს თქმით, "ოცნების" დეპუტატმა შველა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს კონსულს სთხოვა.

"პირველებმა" დაურეკა საგარეო საქმეთა სამინისიტროს და ჰკითხა, მივიდა თუ არა კონსული ადგილზე, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

ახლა აბუ დაბის სასტუმროში საგამოძებო მოქმედებები მიმდინარეობს, ფიზიკურ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი დაკითხვაზე ჰყავთ გადაყვანილი.