ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 დეკემბრის საქმეებზე პროცესი გადაიდო - რა ხდებოდა სხდომაზე

13.01.25 17:49
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 დეკემბრის საქმეებზე პროცესი გადაიდო - რა ხდებოდა სხდომაზე

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 დეკემბრის საქმეებზე პროცესები დასრულდა. საქმე ეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვას. ყველა პროცესი გადაიდო, გამომდინარე იქიდან, რომ ადვოკატებმა მასალების გაცნობა ვერ მოასწრეს. 

ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზში ბათუმის საკრებულოს დეპუტატი  ვაჟა დარჩია ჰყავდათ მიყვანილი. გარდა იმისა, რომ დარჩიას სამართალდარღევის ოქმი 16 დეკემბერს შეუდგინეს, ის ასევე გუშინწინ დააკავეს. მოსამართლემ მისი პროცესიც გადადო. 

"პირველებმა" დარჩიასთან გასაუბრება შეძლო. ის ამბობს, რომ პოლიციელებმა დაკავების მომენტში მასზე იძალადეს. 

აღსანიშნავია, რომ ყველა საქმეს ერთი მოსამართლე, კლანის მორჩილებით ცნობილი ალექსანდრე გოგუაძე განიხილავს. ის ყოველთვის "ოცნების" სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. ასე მოხდა ამჯერადაც, როდესაც საიას ადვოკატებმა საქმეში მოწმეების ჩართვა მოითხოვეს, მოსამართლემ თქვა, რომ ამის საჭიროება არ იყო, რადგან პოლიცილებმა ვიდეომტკიცებულება წარადგინეს.

სამოქალაქო აქტივისტმა ირმა ზოიძემ მას პროცესზე პირდაპირ უთხრა, რომ ის კლანის მორჩილი მოსამართლეა.

ცნობილია, რომ მოსამართლეების გუშინდელ კორპორატიულ წვეულებაზე ალექსანდრე გოგუაძეც იმყოფებოდა, რაც თავადაც დაადასტურა. 

აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოსთან "პირველებმა" სპეცრაზმის მობილიზება დააფიქსირა.