აჭარის პოლიციასთან დაკავებული თათია აბულაძე 2 000 ლარით დააჯარიმეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის პოლიციის სამმართველოსთან დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
მოსამართლემ ერთ-ერთ დაკავებულს, თათია აბულაძეს 2 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 დეკემბრის საქმეებზე პროცესები დასრულდა. საქმე ეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვას. ყველა პროცესი გადაიდო, გამომდინარე იქიდან, რომ ადვოკატებმა მასალების გაცნობა ვერ მოასწრეს.
ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზში ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია ჰყავდათ მიყვანილი. გარდა იმისა, რომ დარჩიას სამართალდარღევის ოქმი 16 დეკემბერს შეუდგინეს, ის ასევე გუშინწინ დააკავეს. მოსამართლემ მისი პროცესიც გადადო.