,,საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია
ყვარელში "საქართველოს ბანკზე" თავდასხმისთვის დაკავებული თელავის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომძიებლებსა და ბრალის წარდგენას ელოდება.
მეზობლები "პირველებთან" ამბობენ, რომ შალვა მელიქიშვილს ფსიქოლოგიური და ფინანსური პრობლემები არ ჰქონია. თელავში მცხოვრები შალვა მელიქიშვილი ბოლო წლებში სხვადასხვა კვების ობიექტზე მზარეულად მუშაობდა. სავარაუდოდ, თავდამსხმელს ბანკის ვალი ჰქონდა.
არ არის ცუდი პიროვნება, კარგი ოჯახია, ყველა მუშაობდა", - ამბობს მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ბანკზე" თავდასხმა გუშინ მოხდა. შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა, მოგვიანებით კი ყველა მძევალი გაათავისუფლა. შალვა მელიქიშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.