იფიცება საქართველო - 15 იანვარს, 15:00 საათიდან, ქვეყანაში უპრეცედენტო პროტესტი იქნება

13.01.25 21:26
იფიცება საქართველო - 15 იანვარს, 15:00 საათიდან, ქვეყანაში უპრეცედენტო პროტესტი იქნება

იფიცება საქართველო - 15 იანვარს, 15:00 საათიდან, სამი საათით ქვეყანაში უპრეცედენტო პროტესტი იქნება. დაიკეტება ყველა სამსახურის კარი და ხალხი ქუჩაში სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად გამოვა.

გაიფიცება საბანკო სექტორიც. სინდისის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედა დღეს თბს ბანკისა და საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორებს ერთი მოთხოვნით შეხვდა, რომ ხელმძღვანელმა პირებმა პრობლემები არ შეუქმნან იმ თანამშრომლებს, ვინც  საყოველთაო გაფიცვაში ჩაერთვება.

საყოველთაო უპრეცედენტო გაფიცვაში თიბისი ბანკის თანამშრომლებთან ერთად ჩაერთვებიან საქართველოს ბანკის თანამშრომლებიც. ლიკა გუნცაძე პოლიტპატიმრების დედების სახელით სახელოვნებო სფეროს წევრებთან ერთად შეხვდა საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორსაც. არჩილ გაჩეჩილაძემ თქვა, რომ გაფიცვა ყველა თანამშრომელს შეეძლება ისე, რომ პრობლემა არავის შეექმნება.

ზუსტად ორ დღეში ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური გაფიცვა იქნება. ოთხშაბათს, 3 საათიდან 6 საათამდე არავინ იმუშავებს. ქუჩაში იქნებიან მასწავლებლები, სტომატოლოგები, ხელოსნები, ექიმები, მოლარეები. არ დარჩება სფერო, რომელიც არ გაიფიცება. ხალხი ამით ხელისუფლებას აჩვენებს ძალას, რომელიც დღეს მოქალაქეების ხელშია. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.