"თავისუფლება სისტემის პატიმრებს" - "ვალდორფის" სკოლის მოსწავლეები მსვლელობას მართავენ
საქართველოში პროტესტის 47-ე დღეა - მიუხედავად სასტიკი მეთოდებით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისა, მოქალაქეები კვლავ ქუჩაში დგანან.
ამ წუთებში თბილისში "ვალდორფის" სკოლის მოსწავლეები და კურსდამთავრებულები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
"თავისუფლება სისტემის პატიმრებს" - სკანდირებენ პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები, რომლებიც მარშით პარლამენტისკენ მიემართებიან.
ადგილზე მოქალაქეები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მისულები და ივანიშვილის რეჟიმისგან როგორც სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, ასევე ხელახალი არჩევნების თარიღის ჩანიშვნას ითხოვენ.