რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული შაკო მაღრაძე მოსამართლემ 12-დღიან პატიმრობაში გაუშვა
რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული შაკო მაღრაძე სანქცირებულმა მოსამართლე ლელა მილდენბერგმა 12-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
მანამდე კი, მოსამართლე ლელა მილდენბერგმა სანქციები ადვოკატების წინააღმდეგ აამოქმედა - რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული შაკო მაღრაძის უფლებადამცელები ესტონეთის მიერ შავ სიაში შეყვანილმა მოსამართლემ 300-300 ლარით დააჯარიმა. მიზეზი სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვება გახდა.