სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩემი პირადი ცხოვრების კადრები - სანდრო ქინქლაძე

13.01.25 20:46
სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩემი პირადი ცხოვრების კადრები - სანდრო ქინქლაძე

სამოქალაქო აქტივისტი, სანდრო ქინქლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს უვრცელებენ. 

მისივე განმარტებით, ვიდეოში, რომელიც ერთ-ერთი დეპუტატის პოსტის კომენტარებში დაუდეს, 14-15 წლის არის. 

"ახლა გამოვედი ვაკის პოლიციის განყოფილებიდან, სადაც დავწერე საჩივარი" - აღნიშნავს ახალგაზრდა აქტივისტი.

 

ამათგან რომ გასაკვირი არაფერია, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ჩემი პირადი ცხოვრების კადრები ერთ-ერთი დეპუტატის პოსტის კომენტარებში. ვიდეო, სადაც ვარ 14-15 წლის. ეს პირველი შემთხვევა არაა. როცა იზოლატორში ვიყავი, მაშინ გაავრცელა საერთოდ სხვა ადამიანმა, ახლაც მიმდინარეობს იმ საქმის გამოძიება. ის პირი უკვე დაკავებულია. ახლა გამოვედი ვაკის პოლიციის განყოფილებიდან, სადაც ამ ადამიანზე დავწერე საჩივარი'', - წერს სანდრო ქინქლაძე.