"სოლიდარობა ლაშა გაბიტაშვილს" - მოქალაქეების მსვლელობა თბილისში
"სოლიდარობა ლაშა გაბიტაშვილს" - პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები აბუ-დაბიში, "ოცნების" დეპუტატების ანგარისშწორების მსხვერპლ საქართველოს მოქალაქეს მხარდაჭერას უცხადებენ და მსვლელობას მართავენ.
მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და მარშით პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
"ორი დღის მანძილზე ლაშა იქ წარმოგვადგენდა ჩვენ, ყველას, რუსი მონების წინააღმდეგ"- ამბობს მსვლელობის მონაწილე.
როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და გულშემატკივარი ევროინტეგრაციის და ყველა იმ ადამიანის, რომელიც დღეს წარმოადგენს რეჟიმის ტყვეს და ყველა იმ, ადამიანის, ვინც იბრძვის ნამდვილ ევროპული მომავლისთვის, მოვედი აქ მათ მხარდასაჭერად. ამ ორი დღის მანძილზე ის იქ წარმოგვადგენდა ჩვენ, ყველას, რუსი მონების წინააღმდეგ'', - ამბობს აქციის მონაწილე.
ჩხუბი აბუ დაბის სასტუმროში - „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და საქართველოს მოქალაქეს შორის, რომელმაც გუშინ ირაკლი ზარქუას "მონა" ეძახა, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.