მერიამ სკვერების რეაბილიტაცია იმ კომპანიას ანდო, რომელსაც ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა

10.09.21 11:31
მერიამ სკვერების რეაბილიტაცია იმ კომპანიას ანდო, რომელსაც ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ მილიონ სამასი ათასი ლარის ხელშეკრულება კომპანია "გრინსერვისთან" გააფორმა. ეს ის კომპანიაა, რომელსაც კალაძე არაკეთილსინდისიერს უწოდებდა  და ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდა. 

 "გრინსერვისი", რომელსაც არაკეთილსინდისიერებაში კახა კალაძე ადანაშაულებდა, დღეს ისევ მისი ფავორიტების სიაშია.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ საქმე კორუფციას ეხება და კორუფციაში მხილებულ კომპანიებთან სარგებლის მიღების მიზნით თანამშრომლობს.

შერჩევა-შეფასების ეტაპი მიმდიმარეობს არაკანონიერად, ასევე ხელშეკრულების მონიტორინგი არ ხორციელდება. მერიის სამსახურები არ ახორცილებენ მონიტორინგს. მერია არის ვალდებული, ის პროექტი,რომელიც მერიამ დაამტკიცა, პროექტის მიმდინარეობა, აკონტროლოს თავიდან ბოლომდე", - ამბობს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.

მსგავსი სიახლეები