მოსამართლემ მათე ცენტერაძე, ნოდარ ფრანგიშვილი და ოთარ ქათამაძე 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა

13.01.25 22:06
მოსამართლემ მათე ცენტერაძე, ნოდარ ფრანგიშვილი და ოთარ ქათამაძე 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მათე ცენტერაძე, ნოდარ ფრანგიშვილი და ოთარ ქათამაძე 5-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში გაუშვა.

გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

ცნობისთვის, "გახარია საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, მათე ცენტერაძე, ნოდარ ფრანგიშვილი და ოთარ ქათამაძე 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს.