"მარიამ სიჭინავა დაიჭირეს ფეიერვერკის სროლის პროცესში" - აქტივისტი
ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე "დროას" წევრი, მარიამ სიჭინავა პიროტექნიკის გამოყენებისთვის დააკავეს - ამის შესახებ აქტივისტმა ცაბუნია ვართაგვამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
მისივე ცნობით, მარიამ სიჭინავას ხელბორკილები ფეიერვერკის სროლის პროცესში დაადეს და პოლიციის მანქანაში ჩატენეს.
დღეს პოლიციის განსაკუთრებული რაოდენობა იყო მობილიზებული. ეტყობა, ელენე ხოშტარიას სტატუსის გამო, რომელიც ამბობდა, რომ ზუგდიდში აპირებდა ჩამოსვლას. განსაკუთრებით მოემზადნენ. დღემდე მარიამ სიჭინავა ყოველდღე, კანონის შეცვლის დღიდან არღვევდა ამ კანონს, მაგრამ დაკავება აქამდე პოლიციას არ გამოუყენებია. დღეს, როგორც ჩანს, მათი მოთმინების ძაფი გაწყდა. იყო შეხლა შემოხლა, იქ ელენე ხოშტარიასაც აკავებდნენ და ცდილობდნენ ნაბიჯი არ გადაედგა წინ. მარიამი დაიჭირეს ფეიერვერკის სროლის პროცესში და იმდენად სულელები აღმოჩნდნენ, პოლიციელები ვერ მიხვდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და ცეცხლმოკიდებული ფეიერვერკის ჩამოწევას აიძულებდნენ, სადაც ასამდე ადამიანი მაინც ვდგავართ და ვიღაცა გონიერი აღმოჩნდა მათ შორის და მიხვდა, რომ არ უნდა ჩამოეწიათ და ვიღაც პოლიციელმა წაართვა და თვითონ პოლიციელ ისროდა, ცოტა სასაცილო კადრი იყო. ამ ჭიდაობის მომენტში ჩატენეს მარიამი პოლიციის მანქანაში. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი დაკავებულია ამ ეტაპისთვის'', - ამბობს ცაბუნია ვართაგვა.
პოლიცია მოქმედებაზე გადავიდა - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაკავებების სერია განაახლეს.
ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ხელბორკილები მოქალაქე მარიამ სიჭინავას დაადო.