''იუმორისტის ციხეში ჯდომა ხელისუფლების და სახელმწიფოს დიაგნოზია'' - სანდრო ცხადაძე
"იუმორისტის ციხეში ჯდომა ხელისუფლების და სახელმწიფოს დიაგნოზია" - ამის შესახებ სინდისის პატიმრის, ონისე ცხადაძის ძმამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
სანდრო ცხადაძის თქმით, ონისე საკანში იუმორისტულ სკეტჩებს წერს და ყოველდღიურად უფრო და უფრო ვითარდება.
იუმორისტის ციხეში ჯდომა, ესეთ რამეზე ციხეში ჯდომა ხელისუფლების და სახელმწიფოს დიაგნოზია. ონისე იქაც წერს, რაღაც იუმორისტულ რაღაცეებს და ვუყურებ როგორ გაიზარდა მორალურად და ამით ძალიან ვამაყობ. ძალიან ხშირად მირეკავს, სულ კომუნიკაციურია. ალბათ ეგ უფრო აწუხებს, რომ თავის მეგობრებთან ვერ დადის. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნები, თუ გონებაში თავისუფალი ხარ, ვერავინ მაგ თავისუფლებას ვერ წაგართმევს. ის უფრო მეტად ვითარდება, ვიდრე ბევრი ადამიანი გარეთ'', - ამბობს სანდრო ცხადაძე.
ონისე ცხადაძე, ანდრო ჭიჭინაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება 10 იანვარს გამოაცხადა.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.