ნუცა მახარაძე 3 000 ლარით დააჯარიმეს

13.01.25 23:12
ნუცა მახარაძე 3 000 ლარით დააჯარიმეს

სანქცირებულმა მოსამართლე ლელა მილდენბერგმა 12 იანვარს, რესტორან "ბაბილოსთან" დაკავებული ნუცა მახარაძე 3 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს რესტორან "ბაბილოსთან", სადაც მოსამართლეების წვეულება იმართებოდა, პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა.

ყველა მათგანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევისთვის.

დაკავებულთა შორის არიან „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ტიტე გედენიძე, შაკო მაღრაძე და ბექა პაპაშვილი.

ცნობისთვის, მოსამართლეების ჭამა-სმას გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები იცავდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროს ვაჟა სირაძე და ასევე შსს-ს მაღალჩინოსანი ლაშა სალუქვაძე და გოგა მემანშვილი. გვაინ ღამით კი რესტორანთან გამოჩნდა გდდ-ს შეფი "ხარება", მის მოადგილე მირზა კეზევაძესთან ერთად.