დაცვის უარის შემდეგ, თსუ-ს სტუდენტებს ღამის გასათენებლად აუცილებელი ნივთები ფანჯრიდან მიაწოდეს

13.01.25 23:47
დაცვის უარის შემდეგ, თსუ-ს სტუდენტებს ღამის გასათენებლად აუცილებელი ნივთები ფანჯრიდან მიაწოდეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გამაგრებულ სტუდენტებს ახალგაზრდებმა ღამის გასათენებლად აუცილებელი ნივთები მიუტანეს. 

აქტივისტ ხალიბეგ მაგამედოვის ცნობით, ევროპული მომავლის მცველებისთვის ნივთების გადასაცემად მისულ ახალგაზრდებს დაცვამ უარი უთხრა, ამიტომ მოქალაქეებმა თსუ-ს სტუდენტებს პლედები, ლეიბები ფანჯრიდან მიაწოდეს.

ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველი კორპუსი დაიკავეს - ახალგაზრდები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიას ცვლიან. 

ევროპული მომავლის მცველები ყოველი ღამის გათენებას უნივერსიტეტის კედლებში აპირებენ იქამდე, სანამ მათი მთავარი მოთხოვნები - უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა, არ დაკმაყოფილდება.