"მარიამ სიჭინავა ფეიერვერკის სროლის გამო დააკავეს" - ლეთოდიანი

14.01.25 00:25
"მარიამ სიჭინავა ფეიერვერკის სროლის გამო დააკავეს" - ლეთოდიანი

"მარიამ სიჭინავა ფეიერვერკის სროლის გამო დააკავეს" - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, ნათია ლეთოდიანმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

მან სევდიანი უწოდა ფაქტს, რომ "დროას" წევრს პიროტექნიკის გამო ხელბორკილები დაადეს მაშინ, როდესაც ძველით ახალი წლის დღესასწაულს მთელი საქართველო ფეირვერკით შეხვდა.

საქართველო აღნიშნავს ძველით ახალ წელს. გარშემო იყო ფეიერვერკები და ორი საათის წინ მარიამ სიჭინავა დააკავეს მისი სროლის გამო. ეს არის სევდიანი საყურებელი, როცა მთელი ზუგდიდი მოიცვა ფეიერვერკებმა და მარიამ სიჭინავა არის ზუგდიდის სამმართველოში გადაყვანილი ამის გამო. პოლიცია სრულიად უძლურ, უსუსურ, სევდიან მდგომარეობაში არის ჩაყენებული. ამ კანონის მიხედვით, იკრძალება ფეიერვერკის გამოყენება. მე მათ ვერ აღვიქვამ პოლიციად, ჩვეულებრივად კობახიძის, ხელისუფლების დამონებული ადამიანები, მორალურად დაცემულები არიან. ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან რუსი ხელისუფლების დამონებაში, ვერაფერში ვერ დავემორჩილები'', - ამბობს ნათია ლეთოდიანი.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "დროას" წევრი, მარიამ სიჭინავა 13 იანვარს დააკავეს.